
ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია. ამ დროისთვის იგი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
სუსის ინფორმაციით, ცენტრალურმა ხელისუფლებამ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გათავისუფლების მიზნით, მის ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი გამოიყენა, მათ შორის, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ მართული "ცხელი ხაზი".
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უწყვეტ რეჟიმში მუშაობას განაგრძობს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს თითოეული მოქალაქის გასათავისუფლებლად", - აცხადებენ სუსში.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს