სადგურის მოედანზე მამაკაცი გარდაიცვალა
შემთხვევა
6 საათის წინ / 16:32


ავტორი
Front News საქართველო
სადგურის მოედანზე, თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცი გარდაიცვალა.
ადგილზე შსს-ს შესაბამისი ჯგუფები არიან მობილიზებული და მომხდარის გარემოებებს არკვევენ.
ამ ეტაპზე უცნობია, რა გახდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი.
თვითმხილველების თქმით, გარდაცვლილი 55 წლამდე მამაკაცია, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობდა.
ერთ-ერთი ვერსიით, მამაკაცი, შესაძლოა, მოკლული იყოს. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მას სახის არეში დაზიანება ჰქონდა, თუმცა უცნობია, დაზიანება დაცემისას მიიღო, თუ მანამდე.
Front News-ს შსს-ში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
თაგები:
სადგურის მოედანი