
ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თბილისის საექსპერტო-კრიმინალისტიკურმა სამმართველომ ამერიკული აკრედიტაციის ცენტრის – „A2LA“-ს ყოველწლიური შეფასება წარმატებით გაიარა.
„A2LA“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და მაღალი სანდოობის მქონე აკრედიტაციის ორგანოა, რომელიც ლაბორატორიების აკრედიტაციის საერთაშორისო თანამშრომლობისა (ILAC) და აკრედიტაციის საერთაშორისო ფორუმის (IAF) სრულუფლებიანი წევრია.
ამერიკელმა ექსპერტმა დეტალურად გადაამოწმა შემთხვევის ადგილზე მუშაობის სტანდარტული სამოქმედო პროცედურები და რეალურ გარემოში დააკვირდა ქართველი კრიმინალისტების მუშაობის სრულ პროცესს.
აღნიშნული შემოწმება საერთაშორისო სტანდარტის ISO 17020-ის ფარგლებში ჩატარდა, რომლის წარმატებით დასრულებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის საქმიანობის მაღალი ხარისხი და თანამშრომელთა პროფესიონალიზმი.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს