Logo

საელჩოს ორგანიზებით, თურქმენეთში “კურორტების განვითარების სააგენტოს” დელეგაცია იმყოფებოდა

პოლიტიკა
1161
Frontnews image description

ეკონომიკური დიპლომატიის ფარგლებში, საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისა და ახალი ტურისტული ნაკადების მოზიდვის მიზნით, საელჩოს ორგანიზებით, თურქმენეთში ვიზიტით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ “კურორტების განვითარების სააგენტოს” დელეგაცია იმყოფებოდა, სააგენტოს დირექტორის ალექსანდრე ონოფრიშვილის ხელმძღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ დირექტორის მოადგილე ლელა ფოცხვერაშვილი, კურორტოლოგი ხათუნა საგანელიძე. 

 

ვიზიტის ფარგლებში, 1 მარტს, სასტუმრო “ილდიზში”  საქართველოს ტურიზმის, ბალნეოლოგიური კურორტებისა და საინვესტიციო შესაძლებლობების თაობაზე პრეზენტაცია  გაიმართა.

 

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე საბიაშვილმა. 

 

ელჩმა ისაუბრა საქართველოს მიღწევებზე ტურიზმის სფეროში. ხაზგასმით აღნიშნა, საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები, ისაუბრა ამ ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე, როგორც ტურიზმის, ისე სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო/სატრანზიტო დერეფნების მიმართულებებით.

 

თურქმენეთის კულტურის სამინისტროს, ტურიზმის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ გულშატ ბაკიევამ, მისასალმებელი სიტყვაში, გამოხატა პატივისცემა საქართველოს დელეგაციის მიმართ. ისაუბრა თურქმენეთისა და საქართველოს ტურისტული მიმართულებით განვითარების შესაძლებლობაზე. წარმოადგინა ხედვა და წინადადებები ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისათვის.

 

ალექსანდრე ონოფრიშვილმა, თავის მხრივ, ვრცლად ისაუბრა საქართველოს ტურიზმის, კურორტებისა და საინვესტიციო პროექტების შესახებ. ხაზი გაუსვა საქართველოსა და თურქმენეთის მეგობრულ ურთიერთობებს. მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმო ტურიზმის სფეროში მუშაობის ორმხრივად გააქტიურების აუცილებლობას, რის შემდეგ დელეგაციის წევრებმა წარადგინეს პრეზენტაცია.

 

ღონისძიებამ გამოიწვია დიდი ინტერესი, პრეზენტაცია გაგრძელდა კითხვა პასუხის რეჟიმში, პრეზენტაციის დასასრულს გაიმართა ორმხრივი შეხვედრები სააგენტოს წარმომადგენლებსა და დაინტერესებულ კომპანიებს შორის. 

 

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები თურქმენეთის მრეწველობის და მეწარმეთა გაერთიანების თავმჯდომარესთან  დოვრან ხუდაიბერდიევთან, ასევე თურქმენეთის ჯანდაცვისა და სამედიცინო მრეწველობის მინისტრის მოადგილესთან მირატ მამედოვთან. 

 

თურქმენულ მხარეს მიეწოდა ინფორმაცია სააგენტოს საქმიანობისა და ზოგადად საქართველოში ტურიზმის ზრდის ტენდენციების თაობაზე, ამ კუთხით საინვესტიციო შესაძლებლობებზე, გამოითქვა საქართველოს დაინტერესება ტურისტული მარშრუტების დივერსიფიკაციისა და თურქმენი ტურისტების მოზიდვის კუთხით. 

 

მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო სამედიცინო ტურიზმს, რომელიც აქტიურად ვითარდება საქართველოში, ასევე სამკურნალო/გამაჯანსაღებელ, ბალნეოლოგიური და ბალნეოკლიმატურ კურორტებს, გამოცდილების გაზიარებას ამ მიმართულებით.

 

მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები, იმსჯელეს ორმხრივად საინტერესო პროექტების განვითარებაზე.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები