
ავტორი
Front News საქართველო
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მიმართავს საქართველოს სახალხო დამცველს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ახალი კვირის“ სარედაქციო გუნდის წევრების – იმედა დარსალიას, სოფო ზედელაშვილის და თამთა ჯანაძის მიმართ შესაძლო დისკრიმინაციის და შრომით საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტების გამოვლენისა და დადგენის თაობაზე.
“ჟურნალისტების განმარტებით, მათ საზოგადოებრივ მაუწყებელში არ ეძლევათ შესაძლებლობა ჟურნალისტური მოვალეობა თავისუფალ გარემოში შეასრულონ. მათივე ინფორმაციით, ხელმძღვანელობის მხრიდან იყო ცენზურის მცდელობები, არსებობდა ე.წ. შავი სია ანუ პოტენციურ რესპოდენტთა ჩამონათვალი, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის „ახალი კვირის“ ეთერში არ უნდა ყოფილიყვნენ წარმოდგენილი.
2021 წლის 28 დეკემბრიდან, რეორგანიზაციის მოტივით, გადაცემა „ახალი კვირა“ ეთერში აღარ გასულა. მიმდინარე წლის 18 თებერვალს, გადაცემის წამყვანმა, იმედა დარსალიამ საჯაროდ ისაუბრა არხზე არსებულ „შავ სიებსა“ და საზოგადოებრივ მაუწყებელზე სარედაქციო დამოუკიდებლობის პრობლემებზე. ჟურნალისტების განცხადებით ამ ეტაპზე მათ არ ეძლევათ პროფესიული მოვალეობის სრულფასოვნად შესრულების საშუალება და ექმნებათ შთაბეჭდილება, რომ ხელმძღვანელობა მამხილებელი განცხადებების გაკეთებისთვის სამაგალითოდ „სჯის“.
საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან. მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდეთ ცენზურისგან დამოუკიდებელ გარემოში პროფესიული საქმიანობა განახორციელონ”, – აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციაში.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს