
ავტორი
Front News საქართველო
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინფორმაციით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ლევან მიქაბერიძე, რომელიც სასამართლო სისტემაში არსებული გავლენიანი ჯგუფის, ე.წ. “კლანის” წევრია, 2024 წლის თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში მეუღლის უძრავ ქონებას მალავს.
“კერძოდ, მის მეუღლეს, ზეინაბ ჭელიძეს ეკუთვნის შემდეგი 2 დაუდეკლარირებელი ქონება:
984 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული სახლი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სალიბაურში.
520 კვ.მ მიწის ნაკვეთი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სალიბაურში.
საქართველოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის თანახმად, ლევან მიქაბერიძე, როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ვალდებულია ეს ინფორმაცია სრულად ასახოს მისი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში.
ევროკომისიის რეკომენდაციის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ლევან მიქაბერიძე კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს უნდა დაექვემდებაროს.
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად სასამართლოს გაჯანსაღების მიზნით გათვალისწინებული ერთ-ერთი წინაპირობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების, სასამართლოების თავმჯდომარეების და ამ პოზიციებზე დასანიშნი კანდიდატების კეთილსინდისიერების გადამოწმებაა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
საერთაშორისო გამჭვირვალობა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს