
ავტორი
Front News საქართველო
საერთაშორისო კონფერენციის – „ქალები პოლიციაში“ მონაწილე ქალი სამართალდამცველები შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112“-ს, საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრს ეწვივნენ.
ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა შსს-ს აკადემიის ღია და დახურული სასროლეთი, ტაქტიკური მომზადების სივრცე, ვირტუალური ტირი დაათვალიერეს, „112“-ში ინფორმაცია მიიღეს ცენტრის საქმიანობის შესახებ და ქოლ-ცენტრი დაათვალიერეს, საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრში მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ და ინფორმაცია მიიღეს მომსახურების „ერთი ფანჯრის“ პრინციპით მიღების შესახებ.
სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ბიოლოგიური ექსპერტიზის, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფარმპრეპარატების ექსპერტიზის, ბალისტიკური ექსპერტიზის, დაქტილოსკოპიური, ფოტო-ვიდეო და კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის ლაბორატორიები და მათი მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.
კონფერენცია – „ქალები პოლიციაში“ – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) მხარდაჭერით 10 წელია, ტრადიციულად იმართება და მისი მიზანია ქალ სამართალდამცველთა შესაძლებლობების გაძლიერება და მათი მოტივაციის ამაღლება.
თაგები:
შსს
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს