საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციამ საუდის არაბეთის პარლამენტში შეხვედრები გამართა

ავტორი
Front News საქართველო
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, კომიტეტის დელეგაციასთან ერთად, საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტის მიწვევით, ოფიციალური ვიზიტით ერ-რიადში იმყოფება.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები საუდის არაბეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ალი ალ-აქლასთან და კომიტეტის წევრებთან, ასევე საუდის არაბეთის პარლამენტში საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან და წევრებთან.
"შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე. მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის პოლიტიკური ურთიერთობები მაღალ დონეზეა, თუმცა ხაზი გაუსვეს სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების საჭიროებას.
ქართულმა მხარემ საუდის არაბეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებაზე, სამხრეთ კავკასიაში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე და ასევე, იმ ეკონომიკურ პროგრესზე, რომელსაც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია.
საუდის არაბეთის პარლამენტის წევრებმა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე, საუდის არაბეთის ხელისუფლების მიერ დაგეგმილ რეფორმებსა და 2030 წლის ხედვაზე ისაუბრეს. შეხვედრისას საინფორმაციო ტექნოლოგიების, განახლებადი ენერგიებისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობის სფეროებში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის წევრებმა საუდის არაბეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები საპასუხო ვიზიტით საქართველოში მოიწვიეს. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციას კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი შატაკიშვილი, საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ვახტანგ თურნავა, სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე და საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი ვიქტორ სანიკიძე", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
საუდის არაბეთი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


