საგარეო უწყების ცნობით, პრაღაში სროლის შედეგად დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პრაღაში, კარლის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სროლის შედეგად დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
“საქართველოს საელჩო ჩეხეთის რესპუბლიკაში ინფორმირებულია ინციდენტის შესახებ, კავშირზეა ჩეხეთის შესაბამის სტრუქტურებთან. საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ არის“,- აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.
შეიარაღებულმა პირმა პრაღის ცენტრში, კარლის უნივერსიტეტში გახსნა ცეცხლი.
“11 დაღუპული, მათ შორის თავდამსხმელი, 9 მძიმედ დაჭრილი, 5-6-ის მდგომარეობა საშუალოა, 10-მდე მსუბუქად დაჭრილია. მონაცემები შეიძლება კვლავ შეიცვალოს”, – აცხადებენ პრაღის სამაშველო სამსახურში.
თაგები:
პრაღა

ლაშა ჟვანია – ისრაელში საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ საელჩოში ინფორმაცია არ შემოსულა

“ბათუმსა და ნოვოროსიისკს შორის რეგულარული საზღვაო გადაზიდვების დაწყების შესახებ ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება”

საქართველოს საგარეო უწყება – განჯისკარის საკითხი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივ დღის წესრიგში არ დგას