Logo

საქალაქო სასამართლოში, სადაც ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს, დაპირისპირება მოხდა

სამართალი
142
Frontnews image description

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მოკლული ბიზნესმენის ლევან ჯანგველაძის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს, დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება სასამართლოს ეზოში ბრალდებულისა და დაზარალებულის ახლობლებს შორის დაიწყო. ადგილი ჰქონდა ფიზიკური დაპირისპირების მცდელობასაც, თუმცა სამართალდამცველებმა ვითარება განმუხტეს. 

სასამართლოს ეზოში დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული. 

დღევანდელ პროცესზე გიორგი ჯოხაძის და დავით და გიორგი მიქაძეების პროცესი მიმდინარეობს, თუმცა აქედან ორი - გიორგი ჯოხაძე და დავით მიქაძე იძებნებიან, ისინი საქართველოში არ იმყოფებიან. სამივეს ბრალად ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზება ედებათ.

ლევან ჯანგველაძე 2025 წლის 14 მარტს თბილისში, ილია ჭავჭავაძის  გამზირზე მოკლეს. ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულ გელა უძილაურს თბილისის საქალაქო სასამართლომ უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულ სანდრო წივწივაძეს კი 8 წლით პატიმრობა მიესაჯა. მას გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღებასა და ცრუ ინფორმაციის მიწოდებას ედავებოდა და ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 370-ე მუხლებით ჰქონდა წარდგენილი. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები