საკანონმდებლო ორგანომ თორნიკე ფაღავას პარლამენტის წევრად არჩევას მხარი დაუჭირა

ავტორი
Front News საქართველო
საკანონმდებლო ორგანომ პარლამენტის გამოკლებული წევრის, მამუკა მდინარაძის ადგილმონაცვლის თორნიკე ფაღავას პარლამენტის წევრად არჩევას მხარი დაუჭირა.
თორნიკე ფაღავას პარლამენტის წევრად არჩევის დადგენილების პროექტს 79-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
დღეს პარლამენტმა მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე აირჩია.
თაგები:
თორნიკე ფაღავა




