საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის შეთანხმებები გაფორმდა

ავტორი
Frontnews საქართველო
საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის ფარგლებში ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის შეთანხმებები გაფორმდა.
ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის ოქმს.
ამასთან, შეთანხმებები გაფორმდა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ერთობლივი საერთაშორისო საავტომობილო გამტარი პუნქტის „აბრეშუმის გზა“-„იფექ-იოლუ“ პრაქტიკული ფუნქციონირების შესახებ, ასევე ურთიერთგაგების მემორანდუმები ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.
თაგები:
შეთანხმებები




