საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა


ავტორი
Front News საქართველო
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრაში საქართველოს და ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების მატჩი 0:2 დასრულდა.
შეხვედრა ელჩეში, მანუელ მარტინეს ვალეროს სახელობის სტადიონზე გაიმართა.
საწყისი წუთებიდანვე ესპანეთის ნაკრებმა ბურთის ფლობის აშკარა უპირატესობა მოიპოვა, რაც 24-ე წუთზე ანგარიშზეც აისახა და გუნდი დაწინაურდა. შეხვედრაში პირველი გოლი ესპანელთა ნაკრებისა და ინგლისური “კრისტალ პალასის” თავდამსხმელმა იერემი პინომ გაიტანა.
27-ე წუთზე ფერან ტორესმა გიორგი მამარდაშვილთან ბრძოლაში თერთმეტმეტრიანი გამოიმუშავა, თუმცა საქართველოს ნაკრების მეკარემ პენალტი მოიგერია.
მატჩის პირველი ნახევარი ერთ ბურთიანი სხვაობით დასრულდა.
მეორე ტაიმიც ესპანელთა დომინაციით დაიწყო, რის შედეგადაც 64-ე წუთზე “რეალ სოსიედადისა” და ესპანეთის ნაკრების ფორვარდმა მიკელ ოიარსაბალმა, შთამბეჭდავი საჯარიმო დარტყმით ესპანელთა უპირატესობა ორი ბურთით გაზარდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდევნო შეხვედრას 14 ოქტომბერს სტუმრად თურქეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
თაგები:
ფეხბურთი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს