Logo

საქართველოს 18-წლამდელთა რაგბის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს

სპორტი
104
Frontnews image description

საქართველოს 18-წლამდელთა რაგბის ნაკრები 2025 წლის ევროპის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 15-22 ნოემბერს ჩეხეთში გაიმართება. ტურნირისთვის გუნდის სამწვრთნელო შტაბმა 26-კაციანი განაცხადი დაასახელა.

გამოძახებული მორაგბეებიდან 14 შერკინების, 12 კი ხაზის მოთამაშეა. 26 მორაგბიდან თერთმეტი 2008 წელსაა დაბადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ მომავალ წელსაც შეეძლებათ 18-წლამდელთა ნაკრებში თამაში.

მთავარი მწვრთნელის ზურაბ ამონაშვილის გამოძახებული სპორტსმენებიდან ორი ლეგიონერია - ბურჯი გიორგი ბერძენიშვილი და მეორეხაზელი ნიკოლოზ ჩხორთოლია, რომელიც ჩეხეთში გუნდის კაპიტანი იქნება.

18-წლამდელთა 26-კაციანი შემადგენლობა დღეს, 12 ნოემბერს „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე შეიკრიბება, 14 ნოემბერს ჩეხეთში გაემგზავრება, 15-ში კი პირველ თამაშს გამართავს და ტიტულის დაცვას პოლონეთით დაიწყებს.

გამარჯვების შემთხვევაში საქართველო ნახევარფინალში 18 ნოემბერს ჩეხეთსა და პორტუგალიას შორის გამარჯვებულს შეერკინება, ხოლო ფინალი 22 ნოემბერსაა ჩანიშნული.

თაგები:

რაგბი
Advertisement