"საქართველოს ბანკმა" DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო

ავტორი
Frontnews საქართველო
"საქართველოს ბანკმა" მონაცემთა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით DataIQ Awards 2026-ზე საერთაშორისო მასშტაბით ერთდროულად ოთხი ჯილდო მიიღო და დაჯილდოების ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელი გახდა. ბანკმა ჯილდო მიიღო როგორც მონაცემთა და AI-ის მიმართულებით საუკეთესო გუნდის, ასევე ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებისა და ლიდერობისთვის.
DataIQ Awards მონაცემთა და ხელოვნური ინტელექტის სფეროში ერთ-ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო დაჯილდოებად მიიჩნევა. დაჯილდოება უკვე მე-10 წელია ტარდება და 2026 წელს დაახლოებით 400 განაცხადი შეფასდა. დაჯილდოება აერთიანებს წამყვან კომპანიებს საბანკო, სადაზღვევო, საცალო, ფარმაცევტული, მედია, ტელეკომუნიკაციებისა და სხვა ინდუსტრიებიდან მთელს მსოფლიოში.
კონკურსში საქართველოს ბანკთან ერთად სხვადასხვა ინდუსტრიის ისეთი საერთაშორისო კომპანიები მონაწილეობდნენ, როგორებიც არიან Lloyds Banking Group , NatWest Group, BNP Paribas Fortis , Schneider Electric, ITV, Burberry, Mars, Aviva, Vodafone, Boots, The Guardian, Domino’s Pizza Group და ა.შ.
საქართველოს ბანკმა ოთხი ჯილდო შემდეგ კატეგორიებში მიიღო:
საუკეთესო გუნდი მონაცემთა ანალიტიკის ან ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით საერთაშორისო მასშტაბით
DataIQ-მ საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკისა და AI-ის გუნდი საერთაშორისო კატეგორიაში საუკეთესოდ დაასახელა.
ბოლო სამი წლის განმავლობაში გუნდმა AI ბანკის ყველა მიმართულებაში დანერგა და ბანკის არასაკრედიტო AI ინიციატივების წლიური გავლენა ათჯერ გაზარდა.
AI უკვე ფართოდ გამოიყენება ბანკის ყოველდღიურ საქმიანობაშიც: თანამშრომლებმა შექმნეს თითქმის 400 AI ასისტენტი, რომლებიც მათ ყოველდღიურობას უმარტივებს, ხოლო ბექ ოფისის გუნდებში თანამშრომელთა თითქმის ორი მესამედი AI-ს ყოველდღიურად იყენებს.
მნიშვნელოვანი მიღწევა მონაცემთა ანალიტიკის ან ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით საერთაშორისო მასშტაბით — Data Science Agent Factory
საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი Data Science Agent Factory მონაცემთა მეცნიერების მუშაობის ახალ მოდელს ქმნის. სისტემა 10-ზე მეტი სპეციალიზებული AI აგენტისა და მიკროაგენტისგან შედგება, რომლებიც მონაცემთა მეცნიერების პროექტების დაგეგმვას, კვლევას, მოდელირებას, ვალიდაციასა და დეველოპმენტს ასრულებენ. ადამიანი დეველოპერები მართავს ამ აგენტების გუნდებს, აძლევენ მათ დავალებებეს და ამოწმებენ მათ მიერ შესრულებულ შედეგებს. ეს საშუალებას იძლევა, დეველოპმენტი რამდენჯერმე უფრო სწრაფად გაკეთდეს, ვიდრე ეს აქამდე იყო შესაძლებელი.
ხელოვნური ინტელექტის ყველაზე ინოვაციური გამოყენება საერთაშორისო მასშტაბით — Agent Orchestrator
Agent Orchestrator დავალებას თავიდან ბოლომდე ასრულებს: აგროვებს საჭირო ინფორმაციას, გეგმავს სამუშაოს, წერს კოდს, ატარებს ტესტებს და შედეგს დეველოპერს დასადასტურებლად წარუდგენს. ამ პროცესში ადამიანის კონტროლი შენარჩუნებულია, რეალურ სამუშაო გარემოში დანერგვამდე ყველა ცვლილებას დეველოპერი ამოწმებს და ადასტურებს.
პროდუქტის მთავარი განსხვავება ჩვეულებრივი კოდის ასისტენტისგან მისი დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობაა. Agent Orchestrator -ს თითოეულ ნაბიჯზე მითითება არ სჭირდება: ის იღებს კონკრეტულ დავალებას და გუნდს შესრულებულ შედეგს უბრუნებს. პროდუქტი უკვე გამოიყენება ბანკის ყოველდღიურ საქმიანობაში და ციფრული პროდუქტების უკან არსებული პროგრამული განვითარების სამუშაოების მნიშვნელოვან ნაწილს ასრულებს. მისი მოდულური არქიტექტურა სხვადასხვა გუნდს საკუთარ ამოცანებზე გამოყენებისა და ახალი შესაძლებლობების დამატების საშუალებას აძლევს,
წლის ლიდერი მონაცემთა ანალიტიკის ან ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით საერთაშორისო მასშტაბით — მიხეილ ნადარეიშვილი
DataIQ-მ საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი მიხეილ ნადარეიშვილი მონაცემთა და AI-ის მიმართულებით წლის ლიდერად დაასახელა მსხვილი ორგანიზაციების კატეგორიაში საერთაშორისო მასშტაბით.
DataIQ-ის შეფასებით, 2026 წლის დაჯილდოებამ წარმოაჩინა ის ორგანიზაციები და ლიდერები, რომლებიც მონაცემებსა და AI-ს არა მხოლოდ ექსპერიმენტებისთვის, არამედ რეალური ბიზნეს შედეგების მისაღებად იყენებენ. საქართველოს ბანკის ოთხი ჯილდო სწორედ ამ მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის საერთაშორისო აღიარებაა.
(R)
თაგები:
საქართველოს ბანკი




