Logo

Logo

საქართველოს დელეგაციამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

პოლიტიკა
Frontnews image description

საქართველოს დელეგაციამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, დეკლარაციის შესწორებული ვერსიის ცალკეული ნაწილები განზრახ ამახინჯებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ რეალობას და აყალბებს ფაქტებს.

„იმის გამო, რომ დეკლარაციის შესწორებული ვერსიის ცალკეული ნაწილები განზრახ ამახინჯებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ რეალობას, უხეშად, არასწორად წარმოაჩენს და აყალბებს ფაქტებს, სრულიად უგულებელყოფს სახელმწიფო ინსტიტუტებზე განხორციელებულ ძალადობრივ თავდასხმებს და თვითნებურად განმარტავს არჩევნებზე დაკვირვებისა და „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშებს, რითაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი დელეგაცია, პროტესტის ნიშნად, კენჭისყრის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს. ორმაგად სამწუხაროა, რომ გვიწევს ასეთი გადაწყვეტილების მიღება ჰააგაში - საერთაშორისო სამართლის დედაქალაქში. მსურს, ვთხოვო სამდივნოს, სათანადოდ ასახოს ჩვენი პოზიცია ასამბლეის სხდომის ოქმში“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ დღეს ამერიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული კრიტიკული რეზოლუცია მიიღო.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები