საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია


ავტორი
Front News საქართველო
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრებმა ფინალში სამხრეთ კორეის ნაკრები 4:1 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ძიუდოს გუნდური ჩემპიონატი შერეული გუნდით ტარდება (სამი მამაკაცი, სამი ქალი), საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონობა ჩემპიონობა პირველად მოიპოვა (ქართველი ძიუდოისტები ორჯერ ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ), მანამდე ზედიზედ შვიდჯერ იაპონიის ნაკრებმა პირველობა არავის დაუთმო. წელსვე, მსოფლიო ჩემპიონატამდე, საქართველოს ნაკრები აპრილში შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში ევროპის ჩემპიონი გახდა.
მერვედფინალში ქართველმა ძიუდოისტებმა ჩინეთის ნაკრები 4:1 დაამარცხეს, მეოთხედფინალში იტალიას 4:0 მოუგეს, ნახევარფინალში კი მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს, იაპონიას 4:2 სძლიეს.
დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე, ინდივიდუალურ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოთხი მედალია – ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა, ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ) ვიცე-ჩემპიონები გახდნენ, ლუკა მაისურაძემ (90 კგ) კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
თაგები:
ძიუდოისტთა ნაკრები

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს