საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტთან საპროტესტო აქციის დროს ორი სტუდენტი გოგონა დაშავდა


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტთან საპროტესტო აქციის დროს ორი სტუდენტი გოგონა დაშავდა.
სტუდენტებმა ადგილზე საპროტესტო ბანერები მიიტანეს, რისი გაშლის უფლებაც არ მისცეს.
დაშავებული ორ სტუდენტს ამ წუთებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა პირველად დახმარებას უწევს.
ერთ-ერთი სტუდენტის თქმით, მათ დაცვის სამსახურის თანამშრომლები დაუპირისპირდნენ და ბანერის გადმოფენის საშუალება არ მისცეს.
"ჩვენ აქამდეც გადმოგვიფენია ბანერი და მსგავსი პრობლემა არასდროს შეგვქმნია. როდესაც გადმოფენა დავაპირეთ, დაცვის ორი წარმომადგენელი ამოვარდა, სამი გოგო ვიყავით და რასაც ჰქვია, გვათრიეს ლიფტამდე. შემდეგ ორი კაცი არ იყო საკმარისი თუ რა მოხდა, არ ვიცი, ამოვიდა სამი კაცი და გვეჯიკავებოდნენ. კანი ჩემს მეგობარს გადაეთელა, იმდენად რთული ვითარება იყო, რომ ჯერ კიდევ არ მჯერა. სიტყვები იყო ასეთი, რომ წინასწარ უნდა შეგეთანხმებინათო. არ მესმის, როგორ შევუთანხმდე იმ რექტორს, რომელსაც 5 თვე შეხვედრას ვთხოვდით, რომ დაკავებული სტუდენტებისთვის სოლიდარობა გამოეცხადებინა", - განაცხადა ერთ-ერთმა სტუდენტმა.
თაგები:
სტუდენტები

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს