საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები "კარპატის თასზე” იასპარეზებს

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე - "კარპატის თასზე“ იასპარეზებს. ეს გუნდისთვის მომავალი ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ერთ-ერთი ეტაპია.
საქართველოს ნაკრები ტურნირს 31 ოქტომბერს, სლოვაკეთთან შეხვედრით გახსნის. შემდეგ 1 ნოემბერს,მასპინძელ რუმინეთს დაუპირისპირდება და გამოსვლას უკრაინით, 2 ნოემბერს დაასრულებს.
მცირე ტრავმის გამო ტურნირს გამოტოვებენ; გიორგი ცხოვრებაძე, სანდრო დარსანია და ზურაბ ცინცაძე. მათ ნაცვლად რუმინეთში გაემგზავრებიან გიგი რუხაძე, ვახტანგ ხარებაშვილი და გუგა უთმელიძე.
აღსანიშნავია, რომ ტიტე კალანდაძის გუნდმა "კარპატის თასზე“ უკვე იასპარეზა იანვრის დასაწყისში, სადაც ოთხ გუნდს შორის მეორე ადგილი დაიკავა.
თაგები:
ხელბურთელთა ნაკრები
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


