Logo

საქართველოს ნაკრებმა ლიეტუვასთან 2:0 გაიმარჯვა

სპორტი
48
Frontnews image description

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კაუნასში ლიეტუვასთან გამართულ ამხანაგურ მატჩში გიორგი მიქაუტაძის დუბლით 2:0 გაიმარჯვა. ეს საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისთვის ისტორიაში მე-100 მოგება იყო.

საქართველოს ნაკრებმა პირველი გოლი 71-ე წუთზე გაიტანა. გიორგი მიქაუტაძემ მოპოვებული პენალტი ზუსტად დაარტყა. 84-ე წუთზე კი ნიკა გაგნიძის გადაცემით დუბლი შეასრულა და 23 გოლით ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირების სიაში ხვიჩა კვარაცხელიას გადაასწრო, შოთა არველაძეს კი მხოლოდ 3 გოლით ჩამორჩება.

საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას 2 ივნისს რუმინეთთან თბილისში გამართავს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები