საქართველოსა და აზერბაიჯანის პოლიციის აკადემიებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ავტორი
Frontnews საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
შსს-ს ინფორმაციით, მემორანდუმი ითვალისწინებს აკადემიებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ერთობლივი საგანმანათლებლო და პროფესიული ინიციატივების განხორციელებას, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, ასევე სასწავლო და პროფესიული მომზადების მიმართულებით პარტნიორობის გაძლიერებას.
თაგები:
მემორანდუმი




