
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, ესპანეთში ჩატარებული საერთაშორისო სპეცოპერაციის „CACHABA“-ს ფარგლებში 13 პირი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, საპოლიციო ღონისძიება საქართველოს პოლიციის ატაშესთან აქტიური თანამშრომლობით განხორციელდა და მას წინ უძღოდა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის ერთწლიანი ინტენსიური კოორდინაცია.
"გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ კრიმინალური დაჯგუფების წევრები ესპანეთის სხვადასხვა რეგიონში ჩადენილ 27 ბინის ქურდობაში მონაწილეობდნენ. ირკვევა, რომ დაჯგუფება ორი სხვადასხვა შტოსგან შედგებოდა - ქართული წარმოშობის წევრებისგან, რომლებიც უშუალოდ ბინის ქურდობებს ახორციელებდნენ და ესპანური შტოსგან, რომლებიც მოპარული ნივთების რეალიზაციას სხვადასხვა ქალაქში ახდენდნენ.
ორი ქვეყნის სამართალდამცველებმა, სპეცოპერაცია ერთდროულად მადრიდში, ვალენსიაში, გუადალახარას და ალიკანტეში, ჯამში 9 სხვადასხვა ლოკაციაზე ჩაატარეს.
გამოძიება ესპანეთის სისხლის სამართლის კოდექსის 510-ე, 301-ე და 570-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული თავისუფლების 8 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ შსს-ში.
თაგები:
სპეცოპერაცია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს