საქართველოსა და ინდოეთს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

ავტორი
Frontnews საქართველო
საქართველოსა და ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მეცხრე რაუნდი გაიმართა.
საქართველოში ინდოეთის საელჩოს ინფორმაციით, შეხვედრას ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მდივანი დასავლეთის საკითხებში სიბი ჯორჯი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი თანათავმჯდომარეობდნენ.
კონსულტაციების ფარგლებში მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს, მათ შორის პოლიტიკური ურთიერთობები, ვაჭრობა და ინვესტიციები, განათლება, კულტურა და ხალხთაშორისი კავშირები.
საქართველოსა და ინდოეთის საგარეო უწყებების წარმომადგენლებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები რეგიონული და გლობალური დღის წესრიგის იმ საკითხებზე, რომლებიც ორმხრივ ინტერესს წარმოადგენს.
თაგები:
ინდოეთი




