საქართველოში ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის (OCC E&F) კონფერენცია იმართება


ავტორი
Front News საქართველო
საქართველო, ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის (OCC E&F) ყოველწლიურ კონფერენციას მასპინძლობს. დღეს, სასტუმრო „ბილტმორში“, კონფერენცია თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ პაატა პატიაშვილმა და კონტრადმირალმა იუსუფ კარაგიულემ გახსნეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამასა და მსგავსი შეხვედრების მნიშვნელობაზე საუბრისას მათ პროგრამაში საქართველოს მონაწილეობაზე გაამახვილეს ყურადღება. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ირაკლი ჭიჭინაძე ესწრებოდა.
"კონფერენციაში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის უწყებებიდან სხვადასხვა სარდლობისა და სამხედრო სპეციალობის წარმომადგენლები, სამხედრო და სამოქალაქო პირები მონაწილეობენ. ხუთი დღის განმავლობაში ისინი ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ სამხედრო სწავლებების ორგანიზებისა და აღსრულების კუთხით, ურთიერთთანამშრომლობის მიღწევებს შეაფასებენ და მომავალი წლის გეგმებს განიხილავენ.
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ირაკლი ჭიჭინაძემ კონფერენციის ფარგლებში კონტრადმირალ იუსუფ კარაგიულესთან და ბრიგადის გენერალ თეოდოროს სტეფოუსთან ორმხრივი შეხვედრა გამართა, სადაც პარტნიორ ქვეყნებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.
ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის (OCC E&F) კონფერენცია, ნატოს ოპერაციების გაერთიანებული სარდლობის (SHAPE) ეგიდით, სხვადასხვა პარტნიორ ქვეყანაში ყოველწლიურად იმართება. საქართველოში კონფერენცია უკვე მეორედ ტარდება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
ნატო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს