Logo

საქართველოში საბრძოლო მასალის უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

სამართალი
215
Frontnews
საქართველოში საბრძოლო მასალის უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს საბრძოლო მასალის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღკვეთეს და უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა „სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე ბრალდებულების პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 22 საბრძოლო ვაზნა და მჭიდი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე 19-236-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 9 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები