
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი, გენერალ-პოლკოვნიკი ზაქირ ჰასანოვი მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების სარდლობის ბაზას ესტუმრა.
სამხედრო ქვედანაყოფში მას ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა უმასპინძლეს.
სტუმრებმა სპეციალური ოპერაციების სარდლობის ბაზის ინფრასტრუქტურა, სარდლობის შეიარაღება და აღჭურვილობა დაათვალიერეს. შეხვედრაზე მათ სპეციალური ოპერაციების სარდლობის მეთაურმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა სარდლობის საქმიანობა გააცნო და სამახსოვრო დაფა გადასცა.
სამხედრო ქვედანაყოფში, ასევე იმყოფებოდნენ თავდაცვის სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირები.
თაგები:
ზაქირ ჰასანოვი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს