სახალხო დამცველი – სამი დაკავებული, მათ შორის ლაზარე გრიგორიადისი მიუთითებს არასათანადო მოპყრობაზე, მას აღენიშნება ნაკაწრები, შეშუპება, სიწითლე


ავტორი
Front News საქართველო
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, სახალხო დამცველის რწმუნებულები მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ თბილისის სამ იზოლატორში და 15 მაისის აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ 16 პირს შეხვდნენ.
“სამი მათგანი მიუთითებს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე/არასათანადო მოპყრობაზე, რის თაობაზეც სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ აცნობა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ეფექტიანი გამოძიების ჩატარების მიზნით.
მათ შორის, არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს ლაზარე გრიგორიადისი, რომელსაც ვიზუალურად აღენიშნება ნაკაწრები, შეშუპება, სიწითლე.
სახალხო დამცველის აპარატი განახორციელებს გამოძიების მონიტორინგს.
აპარატი აგრძელებს სხვა დაკავებულების ადგილსამყოფლის დადგენას, მათი მონახულებისა და უფლებების დარღვევის ფაქტების იდენტიფიცირების მიზნით”, – აღნიშნულია განცხადებაში


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს