
ავტორი
Front News საქართველო
სახალხო დამცველის წარმომადგენლები ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს წევრებს და შშმ თემთან/შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებს შეხვდნენ.
შეხვედრას ესწრებოდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე იოსებ რაზმაძე.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საინფორმაციო შეხვედრის თემა იყო – შშმ პირთა შესახებ საქართველოს კანონის იმპლემენტაციისა და გაეროს შშმ პირთა უფლებების შესახებ კონვენციის განხორციელების დროს ადგილობრივ დონეზე გამოვლენილი გამოწვევები და მათი მოგვარების გზები. სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა ასევე, წარმოადგინეს სახალხო დამცველის საქმიანობა მოცემული მიმართულებით.
საინფორმაციო შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება.
თაგები:
ბორჯომი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს