სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინაში აშშ-ის ელჩის გადადგომას ადასტურებს


ავტორი
Front News საქართველო
ბრიჯიტ ბრინკი უკრაინაში შეერთებული შტატების ელჩის თანამდებობას ტოვებს. ეს ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა.
“ის სახლში ბრუნდება. დიახ, ეს ოფიციალურად”, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ტემი ბრიუსმა.
CNN-ისთვის მიცემულ კომენტარში, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ბრინკის გადადგომა უკრაინაში ელჩის პოსტიდან ომის ზონაში მის ხანგრძლივ ყოფას დაუკავშირა.
“სამი წლის განმავლობაში იყო ელჩი, ეს დიდი დროა ომის ზონაში და, გულწრფელად რომ ვთქვათ, ომი ძალიან დიდხანს გაგრძელდა. მთავარი საკითხია, არიან თუ არა რუსები და უკრაინელები მზად, გააკეთონ ის, რაც საჭიროა ამ ომის დასასრულებლად“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
ბრიჯიტ ბრინკი უკრაინაში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე 2022 წლის მაისში დაინიშნა.
თაგები:
ბრიჯიტ ბრინკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს