სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მარიანა ჩოლოიანის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს


ავტორი
Front News საქართველო
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მარიანა ჩოლოიანის საპატიმროდან გათავისუფლებას ეხმაურება.
“სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, როგორც მოხელეთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე რეაგირების ორგანოს განმარტებით მ. ჩოლოიანის საქმე იყო ერთ-ერთი რეზონანსული და პრეცედენტული საქმე, რომელზეც სხვადასხვა ეტაპზე მიღებულ ყველა გადაწყვეტილებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა უპირველესად დაზარალებულის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, ამგვარი კატეგორიის დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში, მათ შორის პრევენციასა და სამართალდამცავთა მიმართ ნდობის ამაღლების პროცესში.
დამატებით გვსურს განვაცხადოთ, რომ მ. ჩოლოიანის ვადამდელი გათავისუფლების შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის მედიის საშუალებით გახდა ცნობილი“, – ნათქვამია განცხადებაში.
15 წლის ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულებისთვის მსჯავრდებული მარიანა ჩოლოიანი საპატიმროდან დღეს გათავისუფლდა.
თაგები:
მარიანა ჩოლოიანი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა