სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას მამუკა მდინარაძე დაიკავებს

ავტორი
Front News საქართველო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას მამუკა მდინარაძე დაიკავებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მდინარაძე აღნიშნულ თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილს შეცვლის, რომელმაც სუსის ხელმძღვანელის პოსტი ცოტა ხნის წინ დატოვა.
ანრი ოხანაშვილი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობას დაიკავებს.
თაგები:
მამუკა მდინარაძე




