Logo

საკონკურსო კომისიამ პრეზიდენტს ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე სამი კანდიდატი წარუდგინა

პოლიტიკა
15.01.2022 / 18:23
Frontnews image description

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა შესარჩევმა საკონკურსო კომისიამ შეარჩია და საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენის მიზნით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატები წარუდგინა. 

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებად საკონკურსო კომისიამ შეარჩია: თამაზ ფოლადაშვილი, თენგიზ თევზაძე, გიორგი კალანდარიშვილი.

 

ცესკო-ს ორი წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატებად კი, კომისიის მიერ პრეზიდენტს წარედგინენ: ქრისტინე ქაჯაია, ლევან ისაკაძე, მაია ზარიძე, გია ცაცაშვილი.

 

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატურების შერჩევიდან არაუგვიანეს შვიდი დღისა საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატურების შერჩევისა და ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენის შესახებ.

თაგები:

ცესკო
Advertisement