სალომე სამადაშვილი - 9-შიც და 26-შიც უნდა ვაჩვენოთ ძალიან დიდი მობილიზაცია


ავტორი
Front News საქართველო
ჩამოინგრა "ქართული ოცნების" პროპაგანდა. ახლა ბრძოლა უნდა გავაძლიეროთ, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, აქ მთავარი გმირი ქართველი ხალხი იქნება.
"ახლა ბრძოლა უნდა გავაძლიეროთ იმიტომ, რომ ხელში მოგცეს ძალიან ძლიერი იარაღი ამ "მეგობარი აქტის" სახით, ოღონდ გამოყენება სჭირდება ქართული სახელმწიფოსა და დემოკრატიის გადასარჩენად და აქ მთავარი გმირი, ცხადია, ქართველი ხალხი იქნება, 9-შიც და 26-შიც უნდა ვაჩვენოთ ძალიან დიდი მობილიზაცია.
ვნახეთ, რაებს საუბრობს "ქართული ოცნება" - "გაჭირვებული ხავსს ეჭიდებოდაო" ისეა მათი საქმე. კომიკურად გამოიყურება იმიტომ, რომ მთლიანად ჩამოინგრა "ქართული ოცნების" პროპაგანდა " , - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „MEGOBAR აქტს“ მხარი დაუჭირა. კანონპროექტს, სახელწოდებით - „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“ (MEGOBARI) მხარი 349 კონგრესმენმა დაუჭირა, მის წინააღმდეგ ხმა 42-მა მისცა. ახლა კანონპროექტი აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს.
თაგები:
სალომე სამადაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს