Logo

სალომე სამადაშვილი – დღეს საქართველოს, როგორც არასდროს, ისე სჭირდება სიახლოვე ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან

პოლიტიკა
1187
Frontnews image description

პარლამენტის წევრი სალომე სამადაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს ქვეყანაში  მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და ასევე, საგარეო გამოწვევებზე. 

 

„ელჩთან გვქონდა ძალიან ვრცელი საუბარი, იმ გამოწვევებზე, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას, როგორც შიდაპოლიტიკური ვითარების თვალსაზრისით, ასევე გარე საფრთხეებთან დაკავშირებით. ელჩს გავაცანით ჩვენი ხედვები, თუ როგორ ვხედავთ ამ გამოწვევებს და მოვისმინეთ, ასევე, მისი შეფასებები სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით ჩვენი ხედვა სრულად ემთხვევა ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის ხედვას, რომ დღეს საქართველოს, როგორც არასდროს, ისე სჭირდება სიახლოვე ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან საკუთარი უსაფრთხოების და საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ სალომე სამადაშვილმა.

 

მისი თქმით, დღეს, შექმნილი ვითარების ფონზე, როდესაც უპრეცენდენტო გამოწვევების წინაშეა საქართველო, რა თქმა უნდა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ სრულად კოორდინირებული და რაც შეიძლება ახლოს  სინქრონიზირებული იყოს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა  მთავარი სტრატეგიული მოკავშირის – ამერიკის შეერთებულ შტატების პოლიტიკასთან. 

 

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა პარტია „ლელოს“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები