სალომე სამადაშვილი - ეს არის ჩვენთვის შესაძლებლობა, ვაშინგტონში საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია მოხდეს


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის ახალი ელჩის დამტკიცება, სავარაუდოდ, დაემთხვევა "მეგობარი აქტის“ მიღების პროცესებს, რაც შესაძლებლობაა, ვაშინგტონში საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია მოხდეს, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, აშშ-ის ელჩს საქართველოში რთულ პერიოდში მოუწია მუშაობა.
"მინდა, რომ წარმატება ვუსურვო ამერიკის ელჩს მომავალ საქმიანობაში. ვფიქრობ, რომ მას რთულ პერიოდში მოუწია მუშაობა ჩვენს ქვეყანაში. გული მწყდება, რომ "ქართული ოცნების" პოლიტიკის შედეგად, სწორედ ამ დროს დაემთხვა სტრატეგიული ურთიერთობების, ფაქტობრივად, შეჩერება ამერიკასთან. მნიშვნელოვანია, რომ ახალი ელჩის კანდიდატურის განხილვა, სავარაუდოდ, "მეგობარი აქტის" მიღების პროცესებს დაემთხვევა, თუ ელჩის დამტკიცების პროცესები სწრაფად წარიმართა. ეს არის ჩვენთვის შესაძლებლობა, რომ აქტუალიზაცია მოხდეს საქართველოს საკითხის ვაშინგტონში", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი თანამდებობას ტოვებს. ელჩის განცხადებით, ეს არის მისი პირადი გადაწყვეტილება და ამერიკის მთავრობას მისი გაწვევა არ მოუთხოვია.
თაგები:
სალომე სამადაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს