
ავტორი
Front News საქართველო
ისინი ფიქრობენ, რომ რაღაც კოსმეტიკური ცვლილებებით და იმით, რომ ოდიოზურ პირებს გააძევებენ ძალოვანი სტრუქტურებიდან, რაღაც პასუხისმგებლობას აიცილებენ, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პასუხისმგებლობა ძალადობაზე ეკისრება პოლიტიკურ გუნდს, რომელიც მართავს ქვეყანას.
"ქართული ოცნება" დღეს კრიზისშია შესული, ისინი არიან საერთაშორისო იზოლაციაში, არ აქვთ შიდა რეალური მხარდაჭერა, ამიტომ, ახლა შეიძლება ისინი ფიქრობენ, რომ რაღაც კოსმეტიკური ცვლილებებით და იმით, რომ ოდიოზურ პირებს გააძევებენ ძალოვანი სტრუქტურებიდან, რაღაც პასუხისმგებლობას აიცილებენ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ პასუხისმგებლობა ძალადობაზე ეკისრება პოლიტიკურ გუნდს, რომელიც მართავს ქვეყანას და ამიტომ, ვერავინ ვერ გაექცევა ამ პასუხისმგებლობას", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
თაგები:
სალომე სამადაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს