სალომე სამადაშვილი – პრემიერ-მინისტრი ყოველი გამოსვლისას საკუთარი სიბრიყვის გამო ვერ ახერხებს, რომ შეფუთოს მაინც ეს ამოცანა

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ანტისახელმწიფოებრივს უწოდებს იმ აქციას, სადაც სიტყვით გამოვიდა პრეზიდენტი ზელენსკი, მსგავსი განცხადება ვლადიმერ პუტინსაც შეეძლო გაეკეთებინა, – ამის შესახებ Front News-ს საპარლამენტიო ფრაქციის „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ სალომე სამადაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, პრემიერის ყოველი გამოსვლა არის ხელისუფლების დღის წესრიგის რეალური ლუსტრაცია.
“საქართველოს პრემიერ-მინისტრი ისევ საუბრობს იმ ენით და აკეთებს განცხადებას, რომლის მსგავსი განცხადება ვლადიმერ პუტინსაც შეეძლო გაეკეთებინა.
პრემიერ-მინისტრი ანტისახელმწიფოებრივს უწოდებს იმ აქციას, სადაც სიტყვით გამოვიდა პრეზიდენტი ზელენსკი, პრეზიდენტი, რომლის ლიკვიდაციაც არის დღეს რუსეთის ხელისუფლების დღის წესრიგში, უკრაინის სახელმწიფოს განადგურების მიზნით.
ამით კიდევ უფრო გასაგებია მმართველი პარტია, თუ რატომ არ იწვევს პარლამენტში სიტყვით გამოსასვლელად პრეზიდენტ ზელენსკის. ყველაფერი გარკვეულია ამ ხელისუფლების პოზიციასთან დაკავშირებით, ეს ის ხალხი, ვინც ელოდება უკრაინის მარცხს, რომ შეასრულოს ის პოლიტიკური დაკვეთა, რომელიც მიღებული აქვს რუსეთიდან. პრემიერ-მინისტრი ყოველი გამოსვლისას საკუთარი სიბრიყვის გამო ვერ ახერხებს, რომ შეფუთოს მაინც ეს ამოცანა. მისი ყოველი გამოსვლა არის რეალური ლუსტრაცია ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დღის წესრიგის ქვეყანაში“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ აბსოლუტურად მიუღებელი და გაუგებარი იყო ის ანტისახელმწიფოებრივი აქციები, რომელიც საქართველოში უკრაინის მხარდასაჭერად იმართებოდა.





