
ავტორი
Front News საქართველო
პროდასავლური პოლიტიკური პარტიების განადგურება არის რეჟიმის დეკლარირებული ამოცანა, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის მორიგ ჯერზე დაანონსება ამ ქვეყანაში რეპრესიული პოლიტიკური სისტემის.
"ეს არის მორიგ ჯერზე დაანონსება ამ ქვეყანაში რეპრესიული პოლიტიკური სისტემის. ვფიქრობ, რომ ყველასთვის გასაგებია, რა არის ივანიშვილის ამოცანა - ესაა განეიტრალება ყველა პროდასავლური პოლიტიკური პარტიის და მათ შორის ლიდერების დევნა და დაპატიმრება აქეთკენაა მიმართული, ამიტომ, ვფიქრობ, დღეს ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი კონსოლიდაცია და პოლიტიკური კონსოლიდაციაც მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ერთობლივად ვიმსჯელოთ, რა არის ჩვენთვის ყველაზე სწორი ტაქტიკური და სტრატეგიული გზა ამ მოცემულობაში, როდესაც პროდასავლური პოლიტიკური პარტიების განადგურება არის რეჟიმის დეკლარირებული ამოცანა", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სასამართლო დარბაზში 22 მაისს დააკავეს.
თაგები:
სალომე სამადაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს