სალომე სამადაშვილი – სიცრუეა ხელისუფლების განცხადებები, რომ სანქციებს არ შეუერთდებიან და ამით დაიცავენ ჩვენი ქვეყანის ეკონომიკას

ავტორი
Front News საქართველო
სიცრუეა ხელისუფლების განცხადებები, რომ სანქციებს არ შეუერთდებიან და ამით დაიცავენ ჩვენი ქვეყანის ეკონომიკას. რეალურად, ჩვენ ვდგავართ ეკონომიკური კატასტროფის წინაშე, – ამის წინაშე საპარლამენტო ფრაქციის „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგუილემ სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება დასავლეთს ეთამაშება, როდესაც ერთი ხელით ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი შეაქვს, მეორე ხელით კი, რუსებისათვის სანქციების თავის არიდებისათვის ჰაბს ქმნის, რასაც დასავლეთი არ აპატიებს და ქვეყანა დარჩება რეალური დახმარების გარეშე.
“ევროკავშირში განაცხადი შეიტანეს იმიტომ, რომ პარლამენტის შენობის წინ იდგა უამრავი ადამიანი და ახდენდა ზეწოლას. რეალურად, ეს არის ხელისუფლება, რომელსაც აწუხებს, როგორ შეინაჩუნოს ძალაუფლება და გააგრძელოს კორუფციული მეთოდებით ქვეყნის ძარცვა.
სიცრუეა ხელისუფლების განცხადებები, რომ სანქციებს არ შეუერთდებიან და ამით დაიცავენ ქვეყნის ეკონომიკას. რეალურად, ჩვენ ვდგავართ ეკონომიკური კატასტროფის წინაშე. ამ პროცესში ჩვენი ერთადერთი იმედი არის დასავლეთის დახმარება და მხარდაჭერა. ვინ ესაუბრება დღეს დასავლეთს ამაზე, რომ კრახის წინაშე არ აღმოჩნდეს ჩვენი ეკონომიკა? ხდება პირიქით. დიდი ტყუილი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ეუბნება მოსახლეობას, რომ სანქციებს არ ვუერთდებით, რეალობა კი ასეთია, რომ როდესაც სანქციების ქვეშ ექცევა რუსეთი, შენ როგორც ქვეყანა, რომელსაც გაქვს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ასოცირების შეთანხმება და შეტანილი გაქვს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, ცხადია, თავისთავად, ყოველგვარი საკუთარი გადაწყვეტილებების გარეშეც ებმები ამ სანქციების რეჟიმში, იმგვარად, რომ შენს ქვეყანაში სანქცირებულ რუსულ ბიზნესს არ უნდა შეეძლოს გახსნას პროქსი ქართული კომპანია და ამით თავი აარიდოს სანქციებს. ეს დასავლეთისთვის არის მნიშვნელოვანი. ყველამ უნდა შეიგნოს, დღეს არ არის რეგიონული კონფლიქტი რუსეთსა და უკრაინას შორის, დღეს მიმდინარეობს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უპრეცედენტო დაპირისპირება და ამ დაპირისპირებაში რუსეთის დამარცხებას ეგზისტენციური მნიშვნელობა აქვს დასავლეთისთვის, ამიტომ არავინ აპირებს თვალი დახუჭოს და გაატაროს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ჩვენს ქვეყანაში სანქციების რეჟიმისთვის თავის არიდების ჰაბის შექმნა და ამას ეხებოდა სწორედ ის გზავნილები, რაც მოვისმინეთ დასავლელი პარტნიორებისაგან“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
თაგები:
სალომე სამადაშვილი




