
ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას ეხმაურება.
“დღეს არსებული შიდა და გარე გამოწვევებიდან გამომდინარე, არ ვეთანხმები დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას!“, – წერს ზურაბიშვილი.
პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კახა კუჭავას, ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილსა და ელენე ხოშტარიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტეს. კახა კუჭავასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა 78 დეპუტატმა, ხუთი წინააღმდეგი წავიდა;
ბადრი ჯაფარიძე – 77 მომხრე, 38 წინაღმდეგი; შალვა ნათელაშვილი – 79 მომხრე, 28 წინააღმდეგი, ელენე ხოშტარია – 77 მომხრე, ცხრა წინააღმდეგი. სულ რეგისტრაცია გაიარა 116-მა დეპუტატმა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს