Logo

სალომე ზურაბიშვილი – ეს რეპრესიები ყველა მხრივ მაჩვენებელია იმისა, რომ რეჟიმი ვერ უმკლავდება ვითარებას და ამით ცდილობს თავი გაიმყაროს

პოლიტიკა
4 დღის წინ / 14:39
Frontnews image description

არ ვიცი, რამდენად არის რამე მისალოცი, როცა ჩვენ ვუყურებთ, რა დღეშია ჩვენი თავდაცვის ძალები. ერთი მხრივ, ის დისკრედიტაცია და შეურაცხყოფა, რაც მოუწყვეს ე.წ. კომისიაში და მეორე მხრივ, ის, რომ აღარ ტარდება არცერთი საერთაშორისო წვრთნები, რითაც ჩვენი ჯარი ვითარდებოდა, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ის, რაც ქვეყანაში ხდება ნიშანია იმისა, რომ რეჟიმი დასასრულს უახლოვდება.

“არ ვიცი, რამდენად არის რამე მისალოცი, როცა ჩვენ ვუყურებთ, რა დღეშია ჩვენი თავდაცვის ძალები. ერთი მხრივ, ის დისკრედიტაცია და შეურაცხყოფა, რაც მოუწყვეს ე.წ. კომისიაში და მეორე მხრივ, ის, რომ დღევანდელ დღეს აღარ ტარდება არცერთი საერთაშორისო წვრთნები, რითაც ჩვენი ჯარი ვითარდებოდა.

მეორე საკითხია ის, რაც მოხდა გუშინ. ეს რეიდები სრულიად წარმოუდგენელია ნორმალურ ქვეყანაში. ეს რეპრესიები ყველა მხრივ მაჩვენებელია იმისა, რომ რეჟიმი ვერ უმკლავდება ვითარებას და ამით ცდილობს თავი გაიმყაროს.

ის, რომ ამ რეჟიმის უახლოესი პირები ამ ბოლო პერიოდში გავიდნენ თამაშიდან, ეს არის ნიშანი იმისა, თუ როგორ შეიძლება ეს რყევები განვითარდეს. ეს არის ერთ-ერთი ფორმა, რითაც რეჟიმები უახლოვდებიან თავიანთ დასასრულს.

რაც შეეხება სანქციებს, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ფინანსური სანქციები ნელ-ნელა ახდენს გავლენას და ამ რყევებს იწვევს, რომელსაც დღეს ჩვენ ვუყურებთ.

ცესკოს დადგენილება ნიშანია იმისა, თუ რა დღეშია რეჟიმი. პრაქტიკულად, ცესკოს დადგენილებით მოხდა აღიარება, რაზეც ვსაუბრობდით – ხმის დაცვის საიდუმლოებაზე, რომელიც არ იყო არჩევნებზე დაცული. ცესკომ აღიარა ეს და მიიღო ზომები, რომ უკეთ იყოს დაცული ის საიდუმლოება, რაც აუცილებელია არჩევნებისთვის. ამ საკითხზე ჩვენი პლატფორმა მიმართავს იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს, სტრასბურგის სასამართლოს.

ჩვენი პლატფორმა აწყობს 26 მაისის მოსამზადებელ კომისიას, სადაც შემოვლენ ყველანი. ეს არ იქნება პლატფორმის კომისია, არამედ ყველა იმ ძალების, ვინც დღეს წინააღმდეგობაში არიან, რამეთუ ჩვენ ვიბარებთ 26 მაისს და ამისთვის მზადება დაწყებულია. ძალიან დიდი მადლობა”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები