სალომე ზურაბიშვილი – გარედან კომფორტში მყოფი ვითომ პოლიტიკოსი ბედავს და ცილს სწამებს მედიცინის სამყაროს თავდადებულ პირებს


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენი დიდგორის ბრძოლა მოსაგებია. ჩვენი დიდგორი პანდემიასთან ომია, რომელიც ემუქრება ჩვენს მოსახლეობას და სახელმწიფოს. რომელმაც ჩვენი 6 2 78 მოქალაქე უკვე იმსხვერპლა. ნუთუ ეს ამ მცირერიცხოვანი ერისთვის არ უდრის ბრძოლის ველზე დიდ დანაკარგს. დიდგორი დღესაც ჩვენი მოსაგებია, თუნდაც ეს არ იყოს საომარ ველზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ახლა საქართველო ნამდვილ ბრძოლაშია.
“ჩვენ ნამდვილ ბრძოლაში ვიმყოფებით და ამ ბრძოლაშიც, როგორც 900 წლის წინ უნდა ვიყოთ წინდახედულნი, გამბედავნი და ერთად შეკრულნი. სამწუხაროა, რომ ეს საკითხიც კი გახდა ნიშნის მოგების, პოლიტიზირების და ერის დაპირისპირების საგანი. სრულიად მიუღებელია, რომ გარედან კომფორტში მყოფი ვითომ პოლიტიკოსი ბედავს და ცილს სწამებს, შეურაცხყოფას აყენებს მედიცინის სამყაროს იმ თავდადებულ პირებს, რომლებმაც გარდა იმისა, რომ საქართველოს მედიცინა საზღვარგარეთ ასახელეს, უკვე წელიწადნახევარზე მეტია, მუხლჩაუხრელად ემსახურებიან ხალხს და მათი სიცოცხლის გადარჩენას. დღეს ესენი არიან ჩვენი დიდგორისეული გმირები და დიდად პატივსაცემი, თავდადებული პიროვნებები. მათ უნდა ვუთხრათ მადლობა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს