სალომე ზურაბიშვილი – ისინი, ვინც დღეს არიან ციხეში ამ რუსული რეჟიმის გამო, არიან ჩვენზე უფრო თავისუფალი ადამიანები


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე შვილთან და შვილიშვილთან ერთად მივიდა. მოგვიანებით ის მოქალაქეებთან ერთად, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ქაშვეთში შეხვდება.
სალომე ზურაბიშვილმა აქციების დროს დაკავებულებს მადლობა გადაუხადა.
“პირველ რიგში, მე მათ მადლობას ვეტყვი გამძლეობისთვის, მათი ქართველობისთვის. ვეტყვი იმასაც, რომ სადაც არ უნდა იყვნენ, დღეს, საქართველოს ყველა ეკლესიაში, მათზე ლოცულობს საქართველო იმიტომ, რომ ისინი არიან ჩვენი ღირსება, ჩვენი იმედი და ჩვენი ხვალინდელი თავისუფლება.
აღდგომის საღამო არის პირველ რიგში, ძალიან დიდი იმედის, ზეიმი თავისუფალი ადამიანის და ის ადამიანები რომლებიც აქ არიან, მოვლენ და რომლებიც ლოცულობენ ეკლესიებში, არიან თავისუფალი ადამიანები. ისინი, ვინც დღეს არიან ციხეში ამ რუსული რეჟიმის გამო, არიან ჩვენზე უფრო თავისუფალი ადამიანები”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხე თუ დადგება, “ქართული ოცნების” პასუხისმგებლობა იქნება.
“ეს საფრთხე ჯერ არ არის, მაგრამ ასე თუ გააგრძელებენ, მოვა ეს საფრთხეც და ეს იქნება მათი და მხოლოდ პასუხისმგებლობა, არავისი სხვისი, არც ევროპელების, არც საზოგადოების, ეს იქნება ამ რუსული ხელისუფლების ბრალი”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ამ დროისთვის სტუდენტები საპროტესტო გმირთა მემორიალის მიმართულებით მსვლელობას მართავენ, სადაც ფიცს დადებენ, რის შემდეგაც ქაშვეთის ტაძართან დაბრუნდებიან და აღდგომის დღესასწაულს ერთად შეხვდებიან.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი

გიორგი ბარამიძე – არცერთმა სიტყვით გამომსვლელმა არ ახსენა ის ადამიანები, ვინც ამ ოლიგარქიულ რეჟიმს ებრძვის და ამიტომ ისინი დღეს ციხეში არიან

სალომე ზურაბიშვილი – ვინც დღეს აქ მოვიდა და მიკიბულ-მოკიბული ენით რუსეთი ვერ ახსენა, ის არ არის ამ ადამიანების სულის წრფელი მეხოტბე და ერთგული

სალომე ზურაბიშვილი – 26 ოქტომბრის არჩევნები გადამწყვეტი იქნება