Logo

სალომე ზურაბიშვილი – მე დღეს ვდგავარ იქ, სადაც საქართველო უნდა იდგეს, პრეზიდენტ ზელენსკის, უკრაინის გვერდში

პოლიტიკა
1330
Frontnews image description

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ვიდეომიმართვა აჩვენეს, სადაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეკრებილ მოქალაქეებსა და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის მიმართავს.

 

როგორც მიმართვისას ზურაბიშვილმა განაცხადა, დგას იქ, სადაც საქართველოა და გვერდით უდგას პრეზიდენტ ზელენსკისა და უკრაინას.

 

“მე დღეს ვდგავარ იქ, სადაც საქართველო უნდა იდგეს, პრეზიდენტ ზელენსკის, უკრაინის გვერდში. ეს არის ჩვენი კულტურის, ტრადიციის ღირსება და ჩვენი ერის ღირსება, რომ ჩვენ ვიდგეთ იქ, სადაც იბრძვის ჩვენი მეგობარი ქვეყანა თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, ევროპული მომავლისთვის. ჩვენც იქ ვართ, იქ ვიქნებით და მინდა, აქედან გადავცე პრეზიდენტ ზელენსკის ჩემი და თქვენი თანადგომა. თქვენ ხართ ის ხალხი, რომელიც დღეს წარმოადგენთ საქართველოს ღირსებას. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა მიმართვისას.

 

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ევროპის შვიდ ქალაქს, მათ შორის საქართველოს მიმართა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები