
ავტორი
Front News საქართველო
საქართველო არ არის რუსეთი და არ არის ბელარუსი, ეს არის ის, რაც აკავებს ყველა სხვა ფორმით რეაქციას ევროკავშირიდან, ამიტომ, მე მაინც მგონია, რომ ვიზალიბერალიზაციას არ შეგვიწყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა "ტვ პირველის" ეთერში, გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, არსებობს მთელი რიგი სანქციები და შეუძლიათ დაუწესონ კონკრეტულად დამნაშავე პირებს, ვიდრე ხალხის წინააღმდეგ მიიღონ ასეთი მკაცრი გადაწყვეტილება, “რომელიც რეალურად გაუხარდება ამ რეჟიმს და რუსეთს“.
"საქართველო არ არის რუსეთი და არ არის ბელარუსი, ეს არის ის, რაც აკავებს ყველა სხვა ფორმით რეაქციას ევროკავშირიდან, ამიტომ, მე მაინც მგონია, რომ ვიზალიბერალიზაციას არ შეგვიწყვეტენ, მით უმეტეს ახლა ვეღარ დაიმალებიან უნგრეთის ზურგის უკან. თუ უნდათ რამე სანქციები, მთელი რიგი სანქციებია, თუ უნდათ მიიღონ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც კონკრეტულად დამნაშავეები არიან, ვიდრე ხალხის წინააღმდეგ მიიღებენ ასეთ მკაცრ გადაწყვეტილებას, რომელიც რეალურად გაუხარდება ამ რეჟიმს და რუსეთს. ამიტომ,თუ პოლიტიკურად აზროვნებენ, არ უნდა მიიღონ, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ სხვა რა ქნან", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს