სალომე ზურაბიშვილი – მოწვეულია საქართველოს ყველა ხელისუფლების წარმომადგენელი, დღევანდელი, გუშინდელი და გუშინწინდელი


ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ კამპანიის “ჩვენი ხმა ევროპას” ფარგლებში შეგროვებულ ხელმოწერებს 13 დეკემბერს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გადასცემს.
“13 დეკემბერს, 2-3 დღეში აქ მოვლენ დიპლომატიური კორპუსის ყველა წარმომადგენელი ევროკავშირის ქვეყნებიდან, რომლებმაც საქართველოს შესახებ 14-ში, თუ 15-ში მთავარი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ და მე მათ [ამ კამპანიის ფარგლებში] შეგროვილ ხელმოწერებს გადავცემ, გადავცემ ჩვენს ხმას, საზოგადოების ხმას, მათ შორის, თქვენს ხმასაც, რათა მათაც დაინახონ, რომ ის ემიგრაცია, რომელიც დღეს მათ ქვეყნებში ცხოვრობს, როგორც უცხოელი, ან მათი ქვეყნის მოქალაქე, ისინიც გაერთიანებულნი არიან ამ საყოველთაო კამპანიაში. მე მგონი, ამ ღონისძიებას ასევე დაესწრებიან (და ესეც გზავნილია) და ყოველ შემთხვევაში, ამის იმედი მაქვს, რადგან მოწვეულია საქართველოს ყველა ხელისუფლების წარმომადგენელი, დღევანდელი, გუშინდელი და გუშინწინდელი: პრემიერები და საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც მონაწილეობდნენ საქართველოს ევროპისკენ სვლაში. ეს არის ის კონსენსუსი, ის დეპოლარიზაცია და ის ერთობა, რაც ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენი ევროპული გზა წარმატებული იყოს.
ეს არ ნიშნავს, იმას, რომ უცებ, რაღაც ჯადოსნური ჯოხით ყველა ერთ აზრზე შეჯერდება – არა! ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთის პატივისცემა იმ დონეზე, რომ მთელი საზოგადოების მიერ გაზიარებული ამ კონკრეტული გეგმის ირგვლივ, ერთმანეთს კი არ შევეჯიბროთ ვინ მეტი, თუ ვინ ნაკლები გააკეთა, ვინ დააშავა, თუ ვინ არ დააშავა, ცოტა ხნით, თუნდაც ამ საახალწლო პერიოდში, გავჩუმდეთ და შევირგოთ ალბათ დადებითი გადაწყვეტილება, ყოველ შემთხვევაში, ესაა ჩვენი რწმენა, ჩვენი იმედი, ჩვენ ამაზე არ გვაქვს სხვა წვდომა, რადგანაც ეს არის ევროპულ საბჭოს წევრი, თითოეული თავისუფალი ქვეყნის გადაწყვეტილება. ჩვენც ვისურვებდით, რომ ძალიან მალე იმ მაგიდის ირგვლივ დავმსხდარიყავით და იქაც – ევროპაშიც გვქონოდეს ჩვენი ხმა. ძალიან დიდი მადლობა ყველას დღევანდელი დღისთვის”, – განაცხადა ზურაბიშვილმა ევროკავშირის ქვეყნებში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრის დროს.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი – თავისუფლება რეალურად, სწორედ ის მთავარი ღირებულებაა, რაც გვაერთიანებს და გვაძლევს საშუალებას გვინდოდეს ევროპა

სალომე ზურაბიშვილი – ეს დღე და ეს გამარჯვება ეძღვნება მზია ამაღლობელს და ყველა სინდისის პატიმარს

სალომე ზურაბიშვილი – თქვენ ემსახურებით საქართველოს და ამაზე დიდი, საპატიო და საამაყო სამსახური არ არსებობს