სალომე ზურაბიშვილი – მცდელობაა, რომ პასუხისმგებლობა გადაიტანონ ევროპაზე, ვითომ ისინი გვსჯიან


ავტორი
Front News საქართველო
ქვეყნის იზოლაციაზე პასუხისმგებლობა აქვს ივანიშვილს და მის რეჟიმს, რომელიც დღეს რუსული წესებით მართავს სახელმწიფოს, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს გზა ევროპაშია და არა რუსეთში.
“სააღდგომო პერიოდში ყველა ქვეყანაშია მიღებული ლმობიერების რაღაც ჟესტები იმ ადამიანების მიმართ, ვინც ციხეშია და ვინც სხვადასხვა პირობებში მსხვერპლია. ჩვენთან ეს არ მოხდა და მეორე ქვეყანა, რომელიც ასე იქცევა არის რუსეთი. ჩვენი აქაური რუსული რეჟიმი ასევე იქცევა თავისი საზოგადოების წინააღმდეგ. გაახშირა დაკავებები აღდგომა დღეს და გადავიდნენ ისეთ ქმედებებზე, როდესაც ადამიანებს აკავებენ ტროტუარზე. აბსურდულ მდგომარეობაში გადავედით. გასაგები უნდა იყოს საზოგადოებისთვის, რომ ესეც არის იმისი ნიშანი, თუ რამდენად რუსულია ეს რეჟიმი.
რუსული რეჟიმი გამოიხატება იმაშიც, რომ ვიზალიბერალიზაციის თემაში არის დაშინების კამპანია, რომ ყველაფერს დაკარგავთ და ამით საზოგადოებაზე მორალური წნეხია გამოყენებული. ამ კამპანიაში მთავარი ისაა, რომ ეს არ მოდის ევროპის დედაქალაქიდან, ეს მოდის თბილისიდან, ამ რეჟიმისგან, რომლის მიზანია, რომ შეწყდეს ვიზალიბერალიზაცია. მცდელობაა, რომ პასუხისმგებლობა გადაიტანონ ევროპაზე, ვითომ ისინი გვსჯიან.
ქვეყნის იზოლაციაზე პასუხისმგებლობა აქვს ივანიშვილს და მის რეჟიმს, რომელიც დღეს რუსული წესებით მართავს სახელმწიფოს.
ჩვენი დამოუკიდებლობის გზა, ჩვენი გაერთიანების გზა არის ევროპასთან, ევროპაში, პარტნიორებთან და არა რუსეთში”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს