
ავტორი
Front News საქართველო
“ნორმალური კომუნიკაცია მაქვს მინისტრებთან, გარდა ერთისა. მთავართან, პრემიერ-მინისტრთან არ მაქვს ურთიერთობა”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა “ტვ პირველისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, კომუნიკაციის სურვილი თავად ირაკლი ღარიბაშვილს არ აქვს.
“მე, რა თქმა უნდა, მაქვს”, – აღნიშნა მან.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, არ შეიძლება, რომ ქვეყანაში არ იყოს ნორმალური, გაწონასწორებული ფუნქციონირება ინსტიტუტებს შორის.
“დემოკრატია არის, ერთი მხრივ ხალხის და ამომრჩევლის ნება და მეორე მხრივ, ინსტიტუტების პატივისცემა და მათ შორის ნორმალური ურთიერთობები”, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს