
ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა დღეს ამერიკელ სენატორებთან ჯინ შაჰინთან და დიკ დურბინთან შეხვედრისას საქართველოს ევროინტეგრაცია, ომი უკრაინაში და შავი ზღვის რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო განიხილა.
როგორც ამერიკელმა სენატორებმა ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს, ისინი აფასებენ საქართველოს პრეზიდენტის როლსა და პოზიციას ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით, რაზეც ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ის ქვეყნის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით ქართველი ხალხის ნებასა და სათქმელს გამოხატავს. ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, რადგან ის 30 წლის განმავლობაში, სწორედ ევროპულ ღირებულებებს ემსახურება.
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით სტრატეგიული გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული და საქართველოს მეორე უარი არ უნდა ეთქვას.
საუბარი შეეხო ომს უკრაინაში, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხის მნიშვნელობას.
აღინიშნა, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის საკითხი მხოლოდ რუსეთს აწყობს, რომელმაც არამხოლოდ 2008 წლის აგვისტოში განახორციელა საქართველოზე აგრესია, არამედ უკვე მეორე საუკუნეა ახორციელებს მას.
ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს