Logo

სალომე ზურაბიშვილი - საყრდენი ამ რეჟიმს არსად აღარ უჩანს, არც მის მომხრეებში, რომლებიც ისე იყურებიან, რომ აღარ იციან რა ელით

პოლიტიკა
135
Frontnews
სალომე ზურაბიშვილი - საყრდენი ამ რეჟიმს არსად აღარ უჩანს, არც მის მომხრეებში, რომლებიც ისე იყურებიან, რომ აღარ იციან რა ელით

საყრდენი ამ რეჟიმს არსად აღარ უჩანს. არც მის მომხრეებში, რომლებიც ისე იყურებიან, რომ აღარ იციან რა ელით, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის უფსკრულის დასაწყისი.

“ხვალ რომ პარტიები აკრძალონ,  ამას რეჟიმისთვის არანაირი სასიკეთო არ ექნება, ამით ამყარებს სრულ დიქტატურას. ქვეყანა, სადაც პოლიტიკური პარტიები აკრძალული არიან ასე უმიზეზოდ, არსებობს ძალიან მცირე მაგალითები ქვეყნების, რომლებიც კრძალავენ პარტიებს იმიტომ რომ არის დადგენილი კავშირი ტერორისტულ აქტებთან და ასე პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, რომ არ გვაწყობს, აღარ მინდა და მინდა დავრჩეთ მე და ჩემი ნაბადი, ასეთი რამ არ არსებობს და ასეთ რამეს არასოდეს არ მოაქვს დადებითი შედეგი იმათთვის, ვინც ამ ბერკეტებს იყენებენ და იმედი აქვთ, რომ ამით გაძლიერდებიან და რაღაც კონსოლიდაცია მოხდება. არანაირი კონსოლიდაცია, პირიქით, ეს არის საწყისი იმ უფსკრულის, რომელშიც ჩადიან და ჩადიან.

საყრდენი ამ რეჟიმს არსად აღარ უჩანს, არც მის მომხრეებში, რომლებიც ისე იყურებიან, რომ აღარ იციან რა ელით. რომელი ერთი ხვალ თუ ზეგ წავა ციხეში. აღარ იციან გარეთ ამ იზოლაციას რა უყონ და ხან სად დარბიან და ხან სად იმისთვის, რომ სადღაც მაინც გამოჩნდნენ. ეს ყველაფერი არის იმის ნიშანი რაც ხდება, როცა რეჟიმი უკვე კარგავს თავის ყველა ძალას, შინაგან ენერგიას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები